"მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე" - ნიკა მელია
"მიშა, შენ მორალურად უკვე გაიმარჯვე"- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს.
როგორც ოპოზიციის ლიდერმა, თავისუფლებაზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მიტაცებული სახელმწიფო ხალხს უნდა დაუბრუნდეს:
მორალურად უკვე გამარჯვებული ხარ და როგორც გაიმარჯვე მორალურად უკვე, ასევე ეს ქვეყანა გათავისუფლდება ამ მარწუხებისგან და მიტაცებულ სახელმწიფოს ჩვენ ხალხს დავუბრუნებთ" - თქვა მელიამ.
სიტყვით გამოსვლისას ენმ-ს თავმჯდომარემ სააკაშვილის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა:
ამ ადამიანმა გააკეთა ის რაც, მოდით ვაღიაროთ, ვერც ერთმა ჩვენგანმა ვერ გავაკეთეთ და ეს ადამიანი არ იმსახურებს ხალხო ღარიბაშვილის და ივანიშვილის ხელით, ამ უსამართლო სატუსაღოში იყოს" - დასძინა ნიკა მელიამ.