სუსი მორიგ სკანდალში ეხვევა - აქციის დასრულების შემდეგ საკრებულოში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იპოვეს

15.10.21 11:07
სუსი მორიგ სკანდალში ეხვევა - აქციის დასრულების შემდეგ საკრებულოში სიგნალის ჩამხშობი აპარატურა იპოვეს

სუსი მორიგ სკანდალში ეხვევა - თავისუფლების მოედანზე გუშინ გამართულ აქციაზე ხელისუფლება მობილური კავშირის სიგნალის ჩახშობას ცდილობდა. სპეციალური მოწყობილობა სუს-მა საკრებულოს შენობაში დაამონტაჟა. აპარატურა სიგნალს ახშობდა, რომ აქციის მონაწილეებს ვერავისთვის დაერეკათ, არ ყოფილიყო ინტერნეტ კავშირი და ტელევიზიებს ტრანსლიაციის საშუალება არ ჰქონოდათ. 

მოწყობილობა, რომელსაც ომში იყენებენ, ოპოზიციამ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც აქციის დასრულების შემდეგ საკრებულოს შენობიდან მალულად გაჰქონდათ.  ოპოზიციის წარმომადგენლის შეკითხვას, თუ ვინ იყო და რატომ იმყოფებოდა უკანონოდ თბილისის საკრებულოში, ოპერატიული მუშაკი გაიქცა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის კაბინეტში დაიმალა.  სწორედ ამ კაბინეტიდან ხორციელდებოდა  ის სპეცოპერაცია, რომელსაც გომელაურის უწყება ახორციელებდა.

ოპოზიცია საკრებულოს წარმომადგენლებისგან განმარტებებს ითხოვენ. 

ეს არის სიგნალის ჩამხშობი, ახშობს როგორს სიგნალს სალაპარაკოს, ასევე, იქ მყოფ ადამიანს შეექმნას პრობლემა, როგორც დარეკვის, ასევე ინტერნეტის და მეორე მოწყობილობა სავარაუდოდ, ეს არის პორტატული მოსასმენი მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება იქ მყოფი მომიტინგეების მოსასმენად, ან მინიმუმ მათი ნომრების ამოსაცნობად, - ამბობს ენმ-ს წევრი, ირაკლი ნადირაძე. 

 

 

მსგავსი სიახლეები