შეთანხმებულად მოქმედებდნენ პოლიციასთან - კირკიტაძე ცოცხიან თავდამსხმელებზე
რუსთავის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, გუშინ რუსთავში ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე ყველა პირი დადგენილია. კირკიტაძის თქმით, ისინი პოლიციასთან შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
რუსთავში ამ სამარცხვინო აქტის ჩამდენი თითოეული ადამიანი იდენტიფიცირებულია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებდნენ შეთანხმებულად პოლიციასთან, სუს-თან. მათი დიდი ნაწილი არის ამ სამსახურების აგენტი და ასრულებენ მათ პირდაპირ დავალებას", - ამბობს დავით კირკიტაძე.
"პირველებმა" ყველა ის პირი დაადგინა, ვინც "ქართული ოცნების" დავალებით მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხებს ესროდა. ხელისუფლებამ აგენტ პროვოკატორებად საჯარო სამსახურებში დასაქმებული გამოიყვანა. "ტვ პირველის" ინფორმაციით, გიორგი თაბუკაშვილი, იგივე "დოღრიალა" სწორედ ის პირია, ვინც რუსთავში ოპოზიციის წინააღმდეგ გამართული აქციის ორგანიზატორია.
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მიმავალ ადამიანებს კვერცხები და ცოცხები დაუშინეს.