ბრძოლა ცოცხებით - ,,ტვ პირველმა" იმ ადამიანების ვინაობა გაარკვია, ვინც შიდა ქართლში აქციის მონაწილეებს თავს ესხმოდა
ბრძოლა ცოცხებით - ტვ პირველმა იმ ადამიანების ვინაობა გაარკვია, ვინც შიდა ქართლში საპროტესტო აქციის მონაწილეებს თავს ესხმოდა. ირკვევა, რომ ეს ადამიანები "ქართული ოცნების" და საჯარო მოხელეების ოჯახის წევრები არიან.
ქალი, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, სოფელ ქვემოჭალის გამგებლის მეუღლე, ლია ოღაძეა. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოდიოდა გიული ყოჩიშვილიც, რომელიც საბიუჯეტო ორგანიზაციაშია დასაქმებული. ასევე, გიორგი ყვავილოვი, რომელიც კასპის სპორტის აიპ-ის თანამშრომელია. ქარელის ერთ-ერთ აიპშია დასაქმებული ზაზა კოპაძე. ლევან ჯომარდაშვილი "ქართული ოცნების" გორის წევრია და ასევე, ზონდერ ჯგუფის ცნობილი ხელმძღვანელი, ფარნა მახოხაშვილი.