პრეზიდენტის შიმშილობის მე-15 დღე - მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ლიზა იასკო მივიდა

15.10.21 11:47
პრეზიდენტის შიმშილობის მე-15 დღე - მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად  ლიზა იასკო მივიდა

პრეზიდენტის შიმშილობის მე-15 დღე -  მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლებას უკარიანის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო, ელოდება. ის რუსთავის მე-12-ე პენიტენიცურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. დეპუტატი ამბობს, რომ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც საპატიმროდან გამოვა. 

ამ წუთებში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ენმ-ს წევრი, ანა წითლიძე, ხვდება.

მნიშვნელოვანია ჩემთის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამიტომ მოვედი, რომ ვნახო როგორ არის და მნიშვნელოვანია ასევე, კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და უზრუნველყოს  პირადი ექიმის მასთან შესვლა იმიტომ, რომ ეს აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის. გუშინ მიხეილ სააკაშვილისთვისაც იქნებოდა ემოციური დღე, იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გუშინ ყველაფერი კარგისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის უკეთებია, ახლა აკეთებს და იზამს, უთხრა მადლობა, - განაცხადა ანა წითლიძემ მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე. 

მე-5 დღეა, დაპატიმრებული პრეზიდეტის მონახულების საშუალებას არ აძლევენ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს. უცნობია, მისცემენ თუ არა დღეს ნიკოლოზ ყიფშიძეს მისი ნახვის უფლებას. 

დღესვე მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან მისი ადვოკატებიც.

მსგავსი სიახლეები