ყველაზე ეფექტური გზა მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად პრეზიდენტის პოლიტიკური ნებაა - ადვოკატები
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს. ისინი ფიქრობენ, რომ უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ქუჩაში გამოსული ათი ათასობით ადამიანის თხოვნას მოშმშილე პრეზიდენტის გათავისუფლების თაობაზე მაინც გაითვალისწინებს.
როგორც იურისტი, ვაცხადებ, რომ ყველაზე ეფექტური გზა არის სალომე ზურაბიშვილის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. სამწუხაროდ, მან დაასწრო მოვლენებს და თავიდან დაიჭირა ისეთი პოზა, ოღონდ ეს იყო წინასაარჩევნოდ "ოცნების" ამომრჩევლების მობილიზაციისთვის გაკეთებული განცხადება რეალურად, რომ მსგავს გადაწყვეტილებას არ მიიღებდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პრეცენდენტები, როდესაც პოლიტიკურ საქმეებზე მიუხედავად მის მიერ ადრე გაკეთებული განცხადებებისა, მან მიიღო პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლების გადაწყვეტილება, - ამბობს ბექა ბასილაია.