ბუნებრივი საპროტესტო მუხტი არ იგრძნობოდა - "ოცნება" გუშინდელ აქციას არასერიოზულად მიიჩნევს
"ქართულ ოცნებაში" გუშინ თავისუფლების მოედანზე ენმ-ს ორგანიზებით გამართულ აქციას მასშტაბურ პროტესტად არ აფასებენ. მმართველი პარტიის წევრები ირწმუნებიან, რომ გუშინდელი პროტესტი მართლმსაჯულებასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს.
ჩემი შეხედულება ასეთია, რომ აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ არც ისეთი, რომ ამ მედიასაშუალებამ ამდენი დათვალა, ამ მედიამ ამდენი. ადამიანების გამოსვლა და აზრის გამოხატვა არის მათი კონსტიტუციური უფლება", - ამბობს დავით სერგეენკო.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი კახიანის, მტკიცებით, აქცია ხელოვნურად იყო ორგანიზებული და საპროტესტო მუხტი არ იგრძნობოდა.
როდესაც რაღაც საპროტესტო განწყობა არსებობს, ეს ბუნებრივად ეს მუხტი იკითხება, გუშინდელ აქციაზე ეს მე ვერ დავინახე. გუშინდელ აქციაზე დავინახე ის, რომ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ იყო დაორგანიზებული მისი აქტივის შეკრება", - ამბობს გიორგი კახიანი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციის აქცია გაიმართა. უცხოური მედიის ცნობით, აქციაზე 50 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.