მელიქიშვილზე კალაძის საარჩევნო ბანერებს პოლიცია იცავს

14.09.25 20:20
მელიქიშვილზე კალაძის საარჩევნო ბანერებს პოლიცია იცავს

მას შემდეგ, რაც ელენე ხოშტარიამ კახა კალაძის ბანერზე საპროტესტო წარწერა "რუსული ოცნება" დაწერა, პოლიცია მოაბილიზეს. თითო ბანერს, ფაქტობრივად, თითი სამართალდამცველი იცავს.

"პირველების" კითხვაზე, რისთვის დგანან ბანერებთან, პოლიცია ამტკიცებს, რომ "უსაფრთხოებას იცავს".

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერმა მეგი დიასამიძის სოლიდარობა გამოუცხადა და მის მსგავსად კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საპროტესტო წარწერა დატოვა.

რა რეაგირება მოჰყვება პოლიტიკოსის ქმედებას, ჯერჯერობით უცნობია.