შიმშილობაზე საუბარი არ სურს - ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილზე
შიმშილობაზე საუბარი არ სურს, - ამის შეხებ ენმ-ს წევრმა, ანა წითლიძემ, საპატიმროში მიხეილ სააკაშილის მონახულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შედეგები ვიზუალურად უკვე ეტყობა, არის ფერმკრთალი და უჭირს გადაადგილება. ამის გარდა, წითლიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გუშინ საპროტესტო აქციაზე იდგა, მადლობა გადაუხადა.
შიმშილობაზე როდესაც ვუთხარი, რომ აი, რამდენი ხანი შეძლებას, ასე გაძლოს, იმიტომ, რომ ეტყობა უკვე ფიზიკურად ეს. მითხრა, რომ ეს არის საკითხი, რაზეც არ უნდა ისაუბროს, იმიტომ, რომ ამასთან დაკავშირებით აქვს მყარი გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ რაც ვიზუალურად ეტყობა აშკარად, ეს არის, რომ არის გამხდარი, არის ფერმკრთალი და არის შენელებული ოდნავ, გადაადგილება უჭირს. მადლობა გადაუხადა გუშინდელი აქციის ყველა მონაწილეს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. მითხრა, რომ ძალიან ემოციური იყო მისთვის ამ ყველაფრის ყურება და ამდენი ხალხის ნახვა, - ამბობს წითლიძე.