პერმანენტული პოლიტიკური ზეწოლა - რა გეგმა აქვს ოპოზიციას მეორე ტურის შემდეგ
ოპოზიციის ერთი ნაწილი მეორე ტურში ხმების დაცვას ქუჩის პროტესტით აპირებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ მმართველ პარტიას პერმანენტული აქციებით ოპოზიციისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს.
პერმანენტული პოლიტიკური ზეწოლა ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით იქნება საწინდარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, ეს პერმანენტული ზეწოლა იქნება აქციებით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით გაგრძელდება და "ქართულ ოცნებას" მოუწევს ამისათვის ანგარიშის გაწევა", - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.
"ევროპული საქართველოს" წევრის, გიგი წერეთლის, განცხადებით, 30 ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შემთხვევაში ხალხი ქუჩაში აუცილებლად გამოვა.
ხელისუფლებამ უნდა დაინახოს, რომ მისი პოლიტიკით უამრავ ადამიანს, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, აღარ სურს მათი ხელისუფლებაში ყოფნა და ეს პროცესი დაწყებულია.
საერთო ამოცანაა ეხლა, ვისაც უნდა ხელისუფლების ცვლილება, უნდა გამოხატავდეს პროტესტს, თუკი იქნება არჩევნების გაყალბება, ძალადობა, მოსყიდვა", - ამბობს გიგი წერეთელი.
თამარ კორძაია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაზე უარს იტყვის და მეორე ტური ოპოზიციის გამარჯვებით დასრულდება.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები დასრულდება ოპოზიციის გამარჯვებით და ხელისუფლება ხელს აიღებს გაყალბებაზე და არავითარი აქციები არ იქნება. ერთადერთი იქნება ისეთივე აქცია, როგორიც იყო გუშინ, მშვიდობიანი", - ამბობს თამარ კორძაია.