არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას - სოზარ სუბარი
"ქართული ოცნების" დეპუტატი, სოზარ სუბარი, ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახლა იმედგაცრუებული უნდა იყოს, რადგან გუშინ გამართული აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი გამოვა ქუჩაში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგან ის სასჯელს მაინც მოიხდის.
დემოკრატიულ ქვეყანაში აქცია არის ძალიან ნორმალური. ბოლო 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ორ წელიწადში ერთხელ ახერხებს, გააკეთოს მობილიზება თავისი ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილის, თუმცა მათი ლიდერი, როგორც ისინი უწოდებენ, ძალიან იმედგაცრუებული უნდა იყოს. რომ ეგონა, რომ დახვდებოდა ასი და სამასი ათასი ადამიანი და მოითხოვდა მის გამოშვებას, ნახა, რომ ძალიან ბევრად არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში, ან რამდენი ადამიანი მოითხოვს ქვეყნის გარედან ამ ბელადის გათავისუფლებას, ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონით და ყველა დამნაშავე მოიხდის სასჯელს , - თქვა სუბარმა.