თუ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ეს საქართველოს უფრო ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს - ვიტალი კლიჩკო
სააკაშვილის ბარიერს მიღმა დატოვება არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილებაა -კიევის ყოფილი მერი და პროფესიონალი სპორტსმენი საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაპატიმრების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ვიქტორ კლიჩკოს განმარტებით, სააკაშვილს ჰქონდა შეცდომებიც, მაგრამ მისი ციხეში დატოვება ქვეყანას ნეგატივს მოუტანს.
მეგობრებო! საქართველოს დედაქალაქში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა.
ის 13 დღეა, შიმშილობს. მთავარს შევნიშნავ: სააკაშვილი საქართველოსთვის და პოსტსაბჭოთა სივრცისთვის - ისტორიული პიროვნება, რომელიც რეფორმებს აფრქვევს, რომელმაც საქართველო გადააკეთა და ამ ქვეყნის რეპუტაცია მსოფლიოში შეცვალა. მიხეილს, რა თქმა უნდა, ბევრი შეცდომა ჰქონდა ამ გზაზე. მაგრამ ის, ვინც არაფერს აკეთებს, არ ცდება.
ვფიქრობ, სააკაშვილის ბარიერების უკან დატოვება არასწორი და უსამართლოა და სამართლებრივი გადაწყვეტილებები უნდა მოიძებნოს, რომ გაათავისუფლონ ის.
იმიტომ რომ მოვლენების ასეთი განვითარება, თუ მიხეილ ციხეში დარჩება, საქართველოს უფრო მეტ ნეგატივს მოუტანს, ვიდრე პოზიტივს. ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს საქართველო და ყოველთვის მხარს უჭერდა - წერს სოციალურ ქსელში ვიქტორ კლიჩკო.