"აუცილებელია საყოველთაო შერიგება" - მეუფე მელქისედეკი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მოშიმშილე პრეზიდენტის მონახულების მოლოდინშია. მეუფე მელქისედეკი რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა. სასულიერო პირი საყოველთაო შერიგებისა და მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლების აუცილებლობაზე საუბრობს.
მოვედი, რომ ვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ვნახო მისი მდგომარეობა, გავესაუბრო. მე მის გათავისუფლებას მოვაწერე ხელი და ხუთი დღის წინ გავაჟღერე მეც ეს იდეა, რომ აუცილებელია საყოველთაო შერიგება ჩვენი ერისა. ერთმანეთის დაპირისპირება ჩვენ კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენ, სასულიერო პირებმა, ეკლესიამ შუამავლის შესაძლებლობა გვქონდეს და როგორმე გავაერთიანოთ ჩვენი ერი. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას შერიგებისკენ, დანარჩენი მათი გადასაწყვეტია, - თქვა სასულიერო პირმა.
მეუფე მელქისედეკი ერთ-ერთი პირველია იმ სასულიერო პირთაგან, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას მოაწერა ხელი.