პოლონეთის სეიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს
პოლონეთის სეიმი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვს და ზომების მისაღებად ევროპის საბჭოს მიმართავს. ამის შესახებ პოლონეთის სეიმის წევრი, მალგოჟატა გოშიევსკა, წერს. სწორედ მისი ინიციატივით და აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მოხდა პოლონეთის პარლამენტის წევრთა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან.
ჩემი ინიციატივით პოლონეთის პარლამენტის წევრების შეხვედრა შედგა, რომლის დროსაც აპელაციით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მიმართეს, რომ დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი – წერს გოშიევსკა.