დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი - ევროპარლამენტარების წერილი
საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულების ეპოქა, მანამდე კი გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი - ამ მოწოდების ირგვლივ გავლენიანი ევროპარლამენტარები ერთიანდებიან. "პირველებმა" დასავლელი პარტნიორების ის წერილი მოიპოვა, რომელსაც ევროპელი დეპუტატები დღეს ოფიციალურად ხელს მოაწერენ და გამოაქვეყნებენ. წერილის ინიციატორი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაა. საერთო გზავნილის პირველად ვერსიაში პირდაპირ წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას ემსახურება.
ევროპარლამენტარების ამ წერილს "ქართულ ოცნებაში" "ნონსენსად" აფასებენ. მმართველი გუნდის წევრის, სოზარ სუბარის თქმით, ქვეყანა იმართება საქართველოს კონსტიტუციით და არა სააკაშვილის ლობისტების მოთხოვნებით.
ქვეყანას ვმართავთ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და არა სააკაშვილის ლობისტების ინტერესებით და მათი მოთხოვნებით. ძალიან მნიშვნელოვანისა საქართელოს ნებისმიერი გულშემატკივარი, ნებისმიერი ადამიანის პოზიცია, მაგრამ როცა მათი პოზიცია სცდება საქართველოს გულშემატკივრობას და გადის კონკრეტული პოზიციაზე, მათი პოზიციები აღარ არის საინტერესო, - ამბობს „ქართული ოცნების“ დეპუტატიო სოზარ სუბარი.
ევროპარლამენტარების წერის აბსურდს უწოდებს მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძეც.
ასეთი ფორმულირება, რომ სანამ ვიღაცისთვის მოსაწონი სასამართლო არ იქნება ამ ქვეყნის სუვერენული სახელმწიფოს სასამართლომ შეწყვიტოს მსჯავრდება სააკაშვილის მიმართ, ეს ნიშნავს იმას, რომ ზოგადად სისხლის სამართლის საქმეების წარმოება გაჩერდესო, ეს მემგონი ახლოს ნონსესთან და აბსურდთან, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ევროპარლამენტარი მოაწერს ხელს წერილს, რომელიც დღის ბოლომდე გამოქვეყნდება.