შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს - ლიზა იასკო სააკაშვილზე
შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ამით ის საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს, - ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. იასკოს თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს. რადას დეპუტატი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტმა ქართველი ხალხის ხმა გაიგონა, რამაც მას დიდი ძალა შეჰმატა.
ძალიან მაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, იმიტომ, რომ ეს არის მისი მე15 ან მე-16 დღე, რაც შიმშლობს. რა თქმა უნდა, ის დასუსტებულია. სამწუხაროა, რომ მის პირად ექიმს დიდი ხნის განმავლობაში არ უშვებდნენ მასთან. ის გუშნდელი დღისთვის მადლობელია, მან გაიგონა ქართველი ხალხის ხმა, ეს ძალიან სულისშემძვრელი იყო და ძალიან უნდა, რომ ამაზე არ გაჩერდნენ. მე, რა თქმა უნდა, მინდა, რომ აღარ შიმშილობდეს, არ იყოს ციხეში, ვიცი, რამდენი საქმე დატოვა კიევში, ძალიან კომფორტული ცხოვრება, სადაც კომფორტული პოზიცია და მშვენიერი პირობები აქვს, მაგრამ ის აქ ქართველი ხალხისთვის ჩამოვიდა იმიტომ, რომ ძალიან უყვარს ქართველი ხალხი. ვთვლი, რომ ეს განსაკუთრებულია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მან დატოვოს საპატიმრო და მნიშვნელოვანია, ჩვენ მის გასათავისუფლებლად ყველაფერი გავაკეთოთ. მისი ჯანმრთელობისთვის საჭიროა, რომ იყოს გარეთ. ამისთვის უნდა გავაკეთოთ ისე, რომ შიმშილობის შეწყვეტა შეძლოს. ამ მომენტში ის შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს, ეს არის ხერხი, რომლითაც ის საკუთარ უდანაშაულობას ამტკიცებს. გუშინდელმა დღემ მას დიდი ძალა შეჰმატა და კარგი განწყობა შეუქმნა, როდესაც ნახა, რომ ქართველ ხალხი იმედიანად არის, - განაცხადა იასკომ.