ხანძრის დროს პატიმრები დახურულ სივრცეში შეიყვანეს - ლომჯარია სავარაუდო გადაცდომებზე საუბრობს
რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ხანძრის გაჩენის დროს პატიმრების მხოლოდ ნაწილის ევაკუირება მოხდა და ისინი დახურულ სივრცეში მოათავსეს. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა. ლომჯარიას თქმით, მას პატიმრებმა ინფორმაცია მიაწოდეს, რომ სახანძრო-სამაშველო სამსახურმა 20 წუთი დააგვიანა და ამ დროს მსჯავრდებულები ცეცხლთან გამკლავებას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ.
იყვნენ სამეურნეო ნაწილის პატიმრები, დანარჩენი პატიმრები შეიყვანეს კორპუსის შიგნით ტერიტორიაზე. საბედნიეროდ, კვამლის მიმართულება, როგორც პატიმრები ამბობენ, წავიდა მათი კორპუსის საწინააღმდეგო მხარეს.
ხანძრის დროს პატიმრები შეიყვანეს დახურულ სივრცეში და იქ ელოდებოდნენ. როდესაც მოვიდა სახანძრო დაახლოებით დროს ასახელებენ 20 წუთს და შევიდნენ 2 ადამიანი იპოვეს. ევაკუაცია არ მომხდარა ამბობენ, იმიტომ რომ არ იყო საფრთხე კორპუსში მყოფი პატიმრების.
სამწუხაროდ, მეც მაქვს კითხვა, რატომ არ შეგვატყობინა არც პენიტენციურმა არც სახელწმიფო ინსპექტორის აპარატმა, რომ იყვნენ ან დაზარალებულები ან მითუმეტეს გარდაცვლილები", - ამბობს სახალხო დამცველი.
შეგახსენებთ, რუსთავის მე-17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ გაჩნდა, რის შედეგადაც 2 პატიმარი გარდაიცვალა.