პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე და წამლების მიღებაზე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

15.10.21 12:03
პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე და წამლების მიღებაზე - მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი

პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა მისი საპატიმროში მონახულების შემდეგ განაცხადა. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა საუბედუროდ, დადგება მომენტი, როდესაც მისი საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობა გახდება საჭირო.

მოხარული ვარ, 4-5 დღე ველოდებოდი ამ დღეს, როგორც იქნა შევედი და ვნახე. ძალიან საინტერესო იყო, რომ ბოლოჯერ რომ ვნახე, ახლა უფრო უარესს მოველოდი. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეტყობა ძაან მაგარი ორგანიზმი აქვს, ასე რომ გადააჭარბა მოლოდინს... პრეზიდენტი თანახმაა კონსილიუმზე, თანახმაა ტესტებზე, თანახმაა წამლებზე. წყალს და ჩაის სვამს. რასაც ველოდებოდი ცუდს, ისეთი მდგომარეობა არ არის. განწყობა ძაან მხნე, ძაან გაუხარდა გუშინდელი აქცია, მაგაზე მელაპარაკებოდა კაი ხანს... საავადმყოფოში გადაყვანის საჭიროება ჯერჯერობით არ არის, თუმცა საუბედუროდ დადგება ეს მომენტი, - განაცხადა ექიმმა.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალის ექიმის ინფორმაციით, მულტიფუნქციურ მედიკოსთა ჯგუფი 19 ოქტომბერს პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად  შეიკრიბება. 

მსგავსი სიახლეები