მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას 6 ექიმი დააკვირდება

16.10.21 11:25
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას 6 ექიმი დააკვირდება

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას 6 ექიმი დააკვირდება. მედიკოსების კონსილიუმს კიდევ ერთი წევრი, საერთაშორიოს ფონდ "კურაციოს" პრეზიდენტი გიორგი გოცაძე დაემატა. გუშინ გამართულ კონსილიუმის სხდომაზე გადაწყდა, რომ მესამე პრეზიდენტს 18 ოქტომბერს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება, ანალიზის პასუხებს კი მომდევნო დღეს მედიკოსები გაანალიზებენ, რის შემდეგაც მის მედიკოსთა ჯგუფი მის მოსანახულებლად მივა.

რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი მკურნალი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშძეც შეუშვეს. პირადი  ექიმი ციხეში დღესაც მივა.

მესამე პრეზიდენტი უკვე მე-16 დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.

მსგავსი სიახლეები