თავდასხმა ცოცხებით - რუსთავის პოლიციაში გამოკითხვები გრძელდება
გამოკითხვების სერია რუსთავის პოლიციაში - დღეს გამომძიებლები ყველა იმ პირს გამოკითხავენ, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხებით შეიარაღებული ესხმოდა თავს. პოლიციაში ჩვენებები უკვე მისცეს დაზარალებულებმა.
ძალდობაში მხილებული "ოცნების" აგენტ პროვოკატორების ვინაობა ტვ პირველმა გშიფრა. "ქართული ოცნების" ზონდერ პროვოკატორების ნაწილი საჯარო მოხელეები, ხოლო მეორე ნაწილი ე.წ. ქუჩის ბიჭები არიან.
გამოკითხვების სერია რუსთავის პოლიციაში გუშინ დაიწყო. გუშინვე დაიკითხა დაზარალებული ვახო ქებაძე, რომელმაც გამომძებლებს მომხდართან დაკავშრებით დეტალური ინფორმაცია მაიწოდა. ქებაძე ირწმუნება, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მერიის აიპის თანამშრომელი გივი კვიჟინაძე იყო.