შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან - მეუფე დიმიტრი

16.10.21 11:57
შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან - მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი) საყოველთაო შერიგების იდეას ეხმაურება იმ მღვდელმთავრებს მიმართავს, ვინც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციას ხელი მოაწერეს. მეუფე დიმიტრის თქმით, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან.

შერიგება საღმრთო საქმეა, ჩვენი რწმენის დედა აზრი და საფუძველთა საფუძველი, შერიგების სურვილი უნდა მოდიოდეს ტანჯულისგან და არა მტანჯველისგან, მტანჯველი კი სინანულს უნდა განიცდიდეს.პეტიციაზე ხელმომწერ მღვდელმთავრებს მივმართავ, ერთხელ მაინც თუ შეხვედრიხართ ამ ტანჯვა-წამება გამოვლილ ოჯახებს, მათი ჭირ-ვარამი თუ მოგისმენიათ? – დაწერა მიტროპოლიტმა Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები