9 წლის შემდეგ ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი - გიორგი გახარია

16.10.21 12:08
9 წლის შემდეგ ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი - გიორგი გახარია

9 წლის შემდეგ, ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა "საჯარო პოლიტიკაში" განაცხადა. გიორგი გახარიამ მმართველი პარტიის ლიდერებს ბიძინა ივანიშილის სიტყვები გაახსენა, სადაც ის ამბობდა, რომ ოპონენტებს ისე მოექცეოდა, როგორც ეს ქართულ კულტურას და ქართველ ხალხს შეეფერებოდა. 

9 წლის შემდეგ, ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტრუმენტი ქართველის, ქართელის წინააღმდეგ. მინდა "ოცნების" ბოსებს გავახსენო "ოცნების" დამფუძნებლის ფრაზა, რომელიც მე ძაიან კარგად მახსოვს, იმიტომ, რომ მას ჩემზე ჰქონდა სერიოზული ემოციური ზეგავლენა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ისე მოვეპყრობითო, ისე კი არა, როგორც იმსახურებენო, როგორც ჩვენ ქართული კულტურა და ქართველი ხალხი იმსახურებსო. აი, ამ ცოცხებით გორში რაც ხდებოდა და რუსთავში არის ის, რასაც ქართული კულტურა და ქართველი ხალხი იმსახურებს? თუ ეს ორი ვერ შეთანხმდება საკრებულოს სრულ დაკომპრექტებაზე და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე, ჩემი მთავარი მიზანი იცით, რა არის? რომ ეს ორი არანორმალური ერთად დავსვა. თუ ვერ მოვახერხეთ, სისტემურ ალიანსს ჩვენ, რა თქმა უნდა, არც ერთს და არც მეორეს არ შევუქმნით, - განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები