რა შენი საქმეა სად მივალ? - მოქალაქეებზე თავდასხმაში მხილებული პირები რუსთავში, აქციაზე იმყოფებიან
"ოცნების" თავდამსხმელტა ჯგუფებს ხელისუფლება ხელს აფარებს. ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ორი დღის წინ მშვიდობიან მოქალაქეებს ცოცხებით უპირისპირდებოდნენ, პოლიციაში გამოკითხვის ნაცვლად რუსთავის ციხესტან გამართულ აქციაზე იმყოფებიან. ტვ პირველმა აქციაზე მყოფი ორი ახაგალზრდა ამოიცნო. მათი თქმით, თუკი პოლიცია მათ გამოკითხვაზე დაიბარებს, ისინი იქ აუცილებლად გამოცხადდებიან.
რა შენი საქმეა, მე სად მივალ? თუ დამიძახებენ ყველგან მივალ, მე დასამალი არაფერი მაქვს, არც ვემალები და თქვენ დაგმალვივართ გუშინ, რომ დაძრწოდით მთელ ქალაში და ჭორებს მივრცელებდით "ქოციაო" ვინ არის ქოცი? მე არც ქოცი ვარ, არც ნაცი ვარ, რუსთაველი კაი კაცი ვარ, - ამბობს ერთ-ერთი თავდამსხმელი.
პოლიციაში გამოცხადებაზე თანხმობას აცხადებს რუსთავის მერიის თანამშღომელი და ვახო ქებაძეზე თავდამსხმელი ვაჟა კვიჟინაძე.
არ დავუბარევივარ ჯერ, თუმცა ველოდები, რომ დამიბარონ, მაგრამ არ ვიცი რატომ. პირადად ვესაუბრე იმ პატივცემულს, ვახო ქებაძეს და ვუთხარი, რომ რატომ გააკეთე მსგავსი განცხადება და მან მითხრა, მე მსგავსი განცხადება არ გამიკეთებიაო, - ამბობს რუსთავის მერიის თანამშრომელი, ვაჟა კვიჟინაძე.