"ბიბლიაზე დავიფიცებ" - აქციის მონაწილეები "ოცნებასთან" კავშირს უარყოფენ
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგების საპროტესტო აქცია უკვე ორი საათია მიმდინარეობს. "ოცნების" აქტივისტებს ადგილზე მიხეილ სააკაშვილის სისხლიანი ბანერი აქვთ მიტანილი, ქუჩაზე კი მესამე პრეზიდენტის ამოსახულებით სტიკერები აქვთ დაკრული, რომელზეც "მკვლელი ციხეში" წერია.
არსებული ინფორმაციით აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები ირწმუნებიან, რომ პროტესტის ინიციატორები ის პოლიტპატიმრები და მათი ოჯახები არიან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაიჩაგრნენ. აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ "ქართულ ოცნებასთან" კავშირში არ არიან.
ჩვენ არაფერს ვაპროტესტებთ, უბრალოდ ხალხს ვახსენებთ სად ვცხოვრობდით, ვის პირობებში ვცხოვრობდით, ახლა სად ვართ და თუ არ დავფიქრდებით ხვალ სად შეიძლება ვიყოთ. ბიბლიაზე დავიფიცებ, რომ არც მე პიარადად და არც პოლიტპატიმრებს არც "ქართული ოცნების" წევრს, არც მტავრობის წევრს, ჩვენთან არ დაურეკავს, არც მანამდე და არც მერე, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.