შენ კაცობა გააქვს, "ვაფშე"? - რუსთავში, აქციის მონაწილე ტვ პირველის ჟურნალისტს თავს დაესხა
რუსთავში აქციის ერთ-ერთი მონაწილე ტვ პირველის ჟურნალისტს თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ პროტესტის დანარჩენი მონაწილეები ჩაერივნენ და აგრესიული პროვოკატორი შემთხვევის ადგილს გაარიდეს.
რა ნამუსით დგახარ, შენ კაცობა გააქვს, "ვაფშე"? პირში გეუბნები არაკაცი ხარ-მეთქი. ნამუსი გაქვს? შვილმკვდარი დედა ლაპარაკობს და მოდიხარ და ინტერვიუს ითხოვ, რაღაცას... თქვენი...სულ ყველასი! საგინებლები ხართ სულყველა, თქვენი!..., - მიმართა მან მედიის წარმომადგენელს.