"ვისაუბრეთ ყველა აქტუალურ საკითხზე" - ოპოზიცია საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ხვდება
მრავალათასიანი აქციის შემდეგ ოპოზიციის ლიდერების საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ხვდებიან. ტვ პირველის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი საკითხები პოლიტიკურ მართლმსაჯულება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, არჩევნების მეორე ტური და "ქართული ოცნების" მხრიდან ზეწოლაა. ოპოზიციის თქმით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ იცოდეს.
სასტუმრო "რუმსი" ცოტა ხნის წინ ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ და პარტიის წევრმა, თინა ბოკუჩავამ დატოვეს. ნიკა მელია შეხვედრის დეტალებზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ საუბარი ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო.
დახურული ტიპის შეხედრა იყო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ელჩებთან, მაგრამ დეტალებზე საუბარს რომ ვერ შევძლებ, ნაწყენები არ უნდა დარჩეთ. რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშრებით იყო დეტალური საუბარი და მიხეილ სააკაშილთან დაკავშრებით რომ იყო საუბარი, ბუნებრივია. მიხარია, რომ საერთაშორისო საზოგადოება არის ფხიზლად, გამადიდებელი შუშით ადევნებს თვალყურს იმ პროცესებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში, ძალადობის ფაქტებს, რომელსაც ყოველდღიურად სჩადის "ქართული ოცნება, - განაცხადა ნიკა მელიამ.
ამ წუთებშ ელჩებთან შეხვედრაზე "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშილი იმყოფება. ადგილზე მივიდა "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერი, გიორგი ვაშაძეც.
დიდი ალბათობით დიპლომატებს სასტუმრო "რუმსში" დღეს "ქართული ოცნების" თავმდჯომარე, ირაკლი კობახიძეც შეხვდა.