ხელისუფლების ახალი მეთოდი - წარუმატებელი არჩევნების შემდეგ "ოცნების" დეპუტატმა ამომრჩეველს აგინა

16.10.21 18:52
ხელისუფლების ახალი მეთოდი - წარუმატებელი არჩევნების შემდეგ "ოცნების" დეპუტატმა ამომრჩეველს აგინა

თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს, ზაალ დუგლაძეს ნერვებმა უმტყუნა. მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდის წევრმა შეიტყო, რომ მათი კანდიდატი ხაშურში მარცხდებოდა, ამომრჩევლებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ტვ პირველის ინფორმაციით, დუგლაძემ, რომლის კუთვნილ სპირტის ქარხანაში გომის მოსახლეობის დიდი ნაწილია დასაქმებული, ამომრჩევლებს აგინა. ამის შემდეგ "ოცნების" დეპუტატი გიორგი გახარაის პატიის კანდიდატს, ზვიად ტეფნაძეს ტელეფონით დაუკავშირდა და მასაც აგინა. 

ინფორმაციის გადამოწმება ტვ პირველმა პირადად ზაალ დუგლაძესთან სცადა. სატელეფონო საუბრისას დეპუტატი, როგორ ჩანს, არაფხიზელ მდგომარეობაშ იყო და არც თავაზიანობით არც მედიასთან გამოირჩეოდა. 

რა დაპირისპირება? დაპირისპირება იყო ჩვეულებრივი, საარჩევნო ამბავი იყო, რა დაპირისპირება, თქვენი ინტრიგანი დ.... ტვ პირველთან შეურაცხყოფაზე გადმოვალ კი არა, უარესს ვიტყვი, - განაცხადა დუგლაძემ.

მსგავსი სიახლეები