ექსკლუზივი: მასალები სუს-ში გადაიგზავნა - ვის მიადგება გამოძიება?
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იკვლევს.
TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სუს-ის შეფის მაგიდაზე შიდა აუდიტის დასკვნა, რომელიც სავარაუდო კორუფციულ ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციის გადასამოწმებლად "შაბათის ეთერი" ქარსელაძესთან მივიდა, რომელიც ამტკიცებს, რომ ის ჯერ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან სუს-ში მასალაები ქარსელაძის გადაყენებიდან მალავე გაიგზავნა. სწავლობენ ტენდერებს და საქმე დიდ ფულს ეხება. კობახიძის კაბინეტის მოქმედი მინიტრი გამომძიებელ ჟურნალისტს უდასტურებს, რომ შიდა აუდიტის მასალების საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნეს.
ირაკლი ქარსელაძე ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვის წევრი და მეგობარია. ის ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ღარიბაშვილმა მეორედ გაპრემიერების დღესვე დანიშნა. თანამდებობა კი დატოვა მას შემდეგ, რაც ღარიბაშვილი ივანიშვილმა სახლში კიდევ ერთხელ გაუშვა.
- რა შესაძლო დარღვევები უპოვეს ქარსელაძის ახლა საიდუმლოა, თუმცა უწყების მოქმედი ხელმძღვანელი ვერ უარყოფს, რომ ისეთი გარემოებები გამოვლინდა, რომ საჭიროდ ჩათვალეს საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნა.
საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი - ქარსელაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტიდან, სამშენებლო ბიზნესი წავიდა. გადადგომიდან ერთ თვეში, 2025 წლის 30 მაისს სამშენებლო კომპანია "კავკასუს პრაიმ ბილდერსი" დააფუძნა და 50 %ანი წილიც მიიღო. მისი პარტნიორი ახალ ბიზნესში დევი დუმბაძეა, არა ერთი სამშენებლო კომპანიის მფლობელი.
ირაკლი ქარსელაძე დეკლარაციაში წერს, რომ ოთხ შვილს უმუშევარ ცოლს მინისტრობის დროს 6683 ლარიანი ხელფასით არჩენდა და თან, ფარავდა სესხს, რომელიც ბანკში 2032 წლამდე უნდა იხადოს.
ქარსელაძემ ბიზნესში მარტო არ წასულა, მისი ახალი კომპანია ყოფილი ჩინოვნიკებით დააკომპლექტა. პროექტების მართვა ქარსელაძემ ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას ჩააბარა. საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გზების დეპარტამენტის ყოფილი შეფი გიორგი წერეთელია, რომელმაც თანამდებობა ქარსელაძის მინისტრობიდან გაშვების შემდეგ, 1 თვეში დატოვა. კომპანიის კომერციული დირექტორი კი მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გახდა.