ბათუმის ტრაგედია - ვინ გამოაცალა საძირკველი კორპუსს და რას მალავენ საზარელი დანაშაულის ადგილას?

16.10.21 20:59
ბათუმის ტრაგედია - ვინ გამოაცალა საძირკველი კორპუსს და რას მალავენ საზარელი დანაშაულის ადგილას?

რა კავშირი აქვს ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას კაცთან, რომელიც ივანიშვილის ხეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდა?

"ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ჩამოგრეული კორპუსის მეზობელი სადარბაზოს პირველ სართულს  ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი, გია ჭყონია მძიმე ტექნიკით თხრიდა. ჭყონია სურდა, ადგილზე ელილიტური რესტორანი გაეხსნა. 

უფრო კონკრეტულად ჭყონია ჩამონგრეულ კორპუსში, ორი სადარბაზოს იქით, პირველ სართულზე კომერციულ ფართს არემოტებს, ადრე აქაც ბინა იყო, შემდეგ ყავის სახლად გადააკეთეს.

იურისტი რამინ პაპიძემ ამბობს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს,  ჭყონიას ჩატარულებული სამუშაობის გამო რა ზიანა მიადგა საძირკველს. ხომ არ დაასუსტა ისე რომ უკვე მეზოებლ სადარბაზში შიდა კედლების მოიხსნას, დიდი ნგრევა მოგყვა. 

როდესაც ეს ტრაგედია მოხდა, იმ დღესაც და წინა დღეებშიც იქ ბათუმის წყალკანალის სამსახური წყლის მილებს სვამდა, ვიდეოკადრებიც არსებობს რომ მძიმე ტექნიკა გადაადგილდება და ვიბრაციის შედეგად არსებობდა გავლენა. ასევე გია ჭყონია, რომელზეც ამბობენ, რომ იქ ახორციელებდა სამუშაოებს, რომლის მიერ გამოყენებული მძიმე ტექნიკაც იწვევდა ვიბრაციებს და ამ სახლზე იყო ზემოქმედება. შესაძლებელია სამუშაოები, რომელიც ბუდაგოვმა განახორციელა, ყოფილიყო ბოლო წვეთი"- აცხადებს პაპიძე, რპმრლიც საქმეზე დაკავებულიზაურ ბუდაგოვის ინტერესებს იცავს. 

წყარო ჩამონგრეული კორპუსიდან "შაბათის ეთერს" უყვება, რომ  ბიზნესმენი გია ჭყონია ნგრევის შემდეგ უკიდურესად შეშინებული იყო. ირკვევა, რომ სახლის კომერციულ ფართად გადაკეთებისას ნებართვა მან ისე მიიღო, რომ მერიაში წარდგენილი საბუთები ნაკლული იყო. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ამხანაგობის კრების ოქმზე, რომელიც გია ჭყონიამ მერიას სამშენებლო სამუშაოების ნებართვის მისაღებად წარუდგინა, კორპუსის თავმჯდომარის ხელმოწერაც კი არ არის."ტვ პირველის" ინფორმაციით, ბიზნესმენი  გამოძიებას ამ დრომდე არც კი გამოუკითხავს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კორპუსის ნგრევის შემდეგ, მმართველი პარტიის მეგობარი ბიზნესმენი პანიკაში იყო.  წამებში შემთხვევის ადგილზე გაჩნდა და გვერდიდან არ მოსცილებია პრემიერს და შინაგან საქმეთა მინისტრს. პირველივე წუთიდან ექსპერტების დასვკნამდე ნგრევის მისეულ ვერსიას უყვებოდა. 

გია ჭყონია, ქართული ოცნების გენერალური სპონსორია, მას ოფიციალურად მმართველი პარტიისთვის 300 ათასი ლარი აქვს ნაჩუქარი, თუმცა არაოფიცლურიად ჩვენი ინფორმაციიით, ეს თანხა ათჯერ მეტია. ის ბიძინა ივანიშივილის განსაკუთრებული ნდობით სარეგებლობს.

2019 წელს ბიძინა ივანიშივლთან დაკავშირებულმა კომპანიამ კოლმეურნეობის მოედანზე ნებართვის გარეშე უკანონოდ ააშენზ ორსართულიანი შენობა ვერანდით.  ის არც გააჩერეს და არც დააჯარიმეს. როდესაც ფაქტი გახმაურდა ივანიშვილმა უკანონოდ აშენებული ტერორიის ჩამოცილება გადაუწყვიტა და. შპს. საყვავილე ივანიშივლის გარემოცვამ ბიზნესმენ გია ჭყონაზე გადააფორმა. 

რა განსაკუთრებული გავლენებით სარეგებლობს ბიზნესმენი ვისაც შესაძლოა კავშრი ჰქონდეს ბათუმის კორპუსის ჩამონგრევასთან - ჭყონიამ ამ კითვას არც ტელეოფნით უპასუხა და ჩვენი ზარებით შეწუხებულმა ნომერი დაბლოკა. 

მაკა ანდრონიკაშვილის ხმაურიანი რეპორტაჟი ვრცლად ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში იხილეთ: 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები