ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული - თეა წულუკიანი

17.10.21 01:36
ჩვენი მმართველობითაც ბევრია იმედგაცრუებული - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის აღიარება -  თეა წულუკიანის თქმით, "ქართული ოცნების" სისუსტეებით, ბევრი იმედგაცრულებულია: 

ჩვენ გვახსოვს, რომ იმ ბოროტმა ძალამ, რომელმაც ყველაზე დიდხანს გაძლო ხელისუფლებაში, ნაციონალურმა მოძრაობამ, ცხრა წლის თავზე ვეღარ შეძლო ხელისუფლების შენარჩუნება, ჩვენ ეს შევძელით იმიტომ, რომ ჰუმანური ძალა ვართ, კი ბატონო, ბევრი სისუსტეებით და არის ბევრი იმედგაცრუებული ჩვენი მმართველობითაც, მაგრამ ჩვენ არ ვართ ის ძალა, რომელიც ბოროტებით მართავს, რომელიც მართავს ცეცხლით და მახვილით. ჩვენ ვართ ძალა, რომელიც ადამიანებისგან შედგება და ადამიანს, რა თქმა უნდა, მმართველობისას, შეიძლება, მოუვიდეს შეცდომა, მაგრამ არცერთი შეცდომა არ არის ისეთი, რომელიც თუნდაც იმას გვაფიქრებინებდა, რომ ქართულ ოცნებას ქვეყნის განვითარება კი არ სურს, არამედ მას სურს ქვეყნის ჩაგვრა და ახალგაზრდებისთვის მომავლის პერსპექტივის მოსპობა"- თქვა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში. 

მსგავსი სიახლეები