კალაძის საჩუქარი "ოცნების" დეპუტატს - ვოლსკის სახლის რემონტი ბიუჯეტს 7 000 000 ლარი დაუჯდა
კახა კალაძის საჩუქარი "ქართული ოცნების" დეპუტატს - გია ვოლსკის სახლის რემონტი დედაქალაქში მცხოვრებლებს 7 000 000 ლარი დაუჯდათ. არსებობს გონივრული ეჭვი, რომ სახლი ძველ უბანში, მხოლოდ იმის გამო შეარჩიეს, რომ აქ ვოლსკის ცოლს 147 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი აქვს.
"შაბათის ეთერის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვოლსკის ცოლის სახლის რეაბილიტაციისთვის, ფული თბილისის განვითარების ფონდმა გამოყო. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ნინო სოლოღაშვილის საცხოვრებელი სახლი სრულად აღდგება.
ბიუჯეტის ფულით სახლი აუშენეს კრწანისის გამგეობის თანამშრომლის ლევან ხრიკულის დედას, მზია აბუსერიძეს. ლევან ხრიკული სწორედ იმ სამსახურში მუშაობს, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, ვინ მიიღებს გამგეობისგან დაფინანსებას და ვინ არა.
შუაგულ თბილისში, საბჭოს მოედანზე, ბათუმის ტრაგედია შესაძლოა ნებისმიერ დროს განმეორდეს. სავაჭრო ობიექტი, რომელიც "შაბათის ეთერმა" გადაიღო პირდაპირი მნიშვნელობით ძირგამოთხრილია. მზიდი კედლები, სუპერმარკეტის მოსაწყობად და დიდი შუშის ვიტრაჟების დასამონტაჟებლად დაანგრიეს.
რაიონული სასამართლოს ეს ძველი შენობა "ქართული ოცნების" წევრს, გიორგი ამილახვარს ეკუთვნის. ის მან 2014 წელს იყიდა. დავით ნარმანიამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლის უფლება მისცა. ხალხი დანგრევის პირას მყოფი შენობის კაპიტალურ გამაგებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. გიორგი ამილახვარი საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის გარდა, კახი კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიცაა.
სად აცხოვრებენ ადამიანებს იმ დროს, როდესაც კალაძე თანაგუნდელების სახლებს მილიონებს ახარჯავს. ნახეთ მაკა ჩიხლაძის ხმაურიანი რეპორტაჟი სრულად ნახეთ სიუჟეტში.