"შაბათის ეთერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, ციხის ახალმა ადმინისტრაციამ გიორგი ჩიკვაიძეს პაემნის უფლება ჩამოართვა
"შაბათის ეთერში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, გიორგი ჩიკვაიძეს გლდანის მერვე ციხის ადმინისტრაციამ პაემნის უფლება ჩამოართვა.
დედას - ეკა წერეთელს დღეს შეატყობინეს, რომ პირველ ოქტომბერს პენიტენციურ დაწესებულებაში აღარ გამოცხადდეს.
როგორც წერეთელი "ტვ პირველთან" ამბობს, აღნიშნული გადაწყვეტილება ციხის ახალმა დირექტორმა, რამაზ ფირცხალავამ მიიღო. მისივე თქმით, გიორგის მიმართ სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება ზეწოლა და ეს უკავშირდება იმ მხილებების კიდევ ერთ სერიას, რომელიც შაბათს, "ნოდარ მელაძის შაბათში" გავიდა.
- "შაბათის ეთერში" გიორგი ჩიკვაიძემ დაანონსა, რომ ოთხ ოქტომბრამდე "ქოლ ცენტრების" იმ საიდუმლო მისამართებს გაასაჯაროებს, სადაც რუსეთის სპეცაგენტები მუშაობენ.
პირველში მოითხოვა შეხვედრა და მერვე დაწესებულების ახალმა დირექტორმა, ვინმე რამაზ ფირცხალავამ თავისი საქმიანობა დაიწყო ზეწოლით. რა თქმა უნდა, გიორგი ამას უკავშირებს, შაბათს, ნოდარ მელაძის გადაცემაში გასულ რეპორტაჟს და ჩვენ ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს ზეწოლები უფრო გაძლიერდება და იქნება სხვადასხვა ტიპის. რა თქმა უნდა, ამაში ჩართულია სუსი და სპეცსასმასახურები სავარაუდოდ კვლავ და განახორციელებენ კიდევ უფრო მეტ ზეწოლას, რასაც მე მათ არ ვურჩევ, გიორგიმ მითხრა, რომ მასზე დაიწყეს ზეწოლად ა ამ ზეწოალს ისინი სავარაუდოდ, სხვადასხვა ფორმით განახორციელებენ. ყოჩაღ შენ, რამაზ ფირცხალავა, კარგად დაიწყო თავისი მოღვაწეობა", - აცხადებს ეკა წერეთელი.