პარლამენტის ეზოში კამერებს ამონტაჟებენ (ფოტოები)

23.09.25 13:16
პარლამენტის ეზოში კამერებს ამონტაჟებენ (ფოტოები)

პარლამენტში უსაფრთხოების ახალ ზომებს იღებენ - საკანონმდებლო ორგანოს შიდა პერიმეტრზე, ახალი კამერების მონტაჟი დაიწყეს.

ცოტა ხნის წინ, პარლამენტის ეზოში ამწე კრანი შეიყვანეს, რომელიც სახის ამომცნობ სათვალთვალო სისტემებს ამონტაჟებს.

"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ 307 ერთეული კამერა დაჩქარებული წესით შეიძინეს. 

"პირველები" დაინტერესდა, უკავშირდება თუ არა  უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება 4 ოქტომბერს დაგეგმილ პროტესტს. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილება პროვოკაციების თავიდან ასარიდებლად მიიღეს. 

რევოლუციის წინაპირობა არ არსებობს. ანუ არანაირი საფუძველი იმისა, რომ საზოგადოებაში იყოს რევოლუციური განწყობა, არ არსებობს. ეს არის ამოსავალი წერტილი და არა ის, რომ კამერა დამონტაჟდება თუ არ დამონტაჟდება. პოლიციელი იდგება თუ არ იდგება. ამას სჭირდება ერთადერთი ყველაზე მთავარი რამ: რევოლუციური განწყობის არსებობა საზოგადოებაში. ნულოვანია ეს განწყობა. გამომდინარე აქედან, რაც არ უნდა პოსტი გამოაქვეყნონ და რაც არ უნდა ფეისბუქიდან დაიმუქრონ, ეს დარჩება ფეისბუქის მეხსიერებაში.

რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უსაფრთხოების ყველა ზომა უზრუნველყოს, ეს ზომები იქნება უზრუნველყოფილი, იმიტომ, რომ არ უნდა გამორიცხო, რომ პროვოკატორი ყოველთვის მოიძებნება და ამ აქციას რაც კი შეიძლება, საფრთხე ჰქონდეს, პროვოკატორის მოქმედებაა, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი. 

 

მსგავსი სიახლეები