ლევან ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოიტანა

23.09.25 20:32
ლევან ხაბეიშვილის გზავნილი ციხიდან, რომელიც მისმა ადვოკატმა გამოიტანა

პატიმრობაში მყოფი ენმ-ის ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს მიმართავს. მისი გზავნილი საპატიმროდან ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გამოიტანა, რადგან ხაბეიშვილს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აკრძალული აქვს.

პოლიტიკოსის თქმით, სრული იზოლაციის მიუხედავად, მთავარი იმედი 4 ოქტომბერს უკავშირდება, რომელსაც “გამარჯვების დღედ“ მიიჩნევს და სადაც “უპრეცედენტოდ ბევრი მოქალაქე უნდა შეიკრიბოს“.

მონატრებული სალამი აბსოლუტური იზოლაციიდან, არა წერილი, არა დარკევა, არა ოჯახთან შეხვედრა, არა ტელევიზორი, არა რადიო, არა საათი, მაგრამ კი გამარჯვება, კი 4 ოქტომბერი.

კალაძის საჯარო განცხადებას ბუკვალურად მეორე დღეს 13 წლის ანგელოზის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს კაცი თავისუფალია. შეურაცხყოფილადაც არვის უგრძვნია თავი და მე ზემოჩამოთვლილ პირობებში ვარ იმის გამო, რომ ძალოვანებს მოვუწოდე, არ აწამოთ, არ დასახიჩროთ თქვენი თანამემამულეები და ამას შემდეგ კანონიერი ხელისუფლება დაგიფასებთ პრემით ჯილდოთი. სინდისის პატიმრები მინდა მოვიკითხო, ის გმირები, რომლებიც სისტემამ ვერ გატეხა. 4 ოქტომბერი არის გამარჯვების დღე, სახალო ეროვნული დღესასაწაული, უპრეცედენტოდ ბევრი უნდა ვიყოთ, უიმედობის კედელი მკვეთრად დაბზარულია, ამ ორ კვირაში ამ კედელის საბოლოო დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ. კარგი ის არის, რომ ივანიშვილმა და მდინარაძემ წინსწრებით აუწყეს  ქართველ ხალხს უპირობო გამარჯვების შესახებ, როცა მე დამატყვევეს- ამბობს ხაბეიშვილი გზავნილში.

მსგავსი სიახლეები