რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პირადი ექიმი მივიდა

17.10.21 14:57
რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პირადი ექიმი მივიდა

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძ,ე მივიდა. შესვლამდე ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ ექიმების კონსილიუმი სამშაბათს, 19 ოქტომბერს, შედგება. 

სიტუაცია ყოველდღე იცვლება. ხანდახან გეუბნებით, რომ უკეთესად არის, ხანდახან ვამბობ, რომ - უარესად.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვიტყოდი, რომ დამაკმაყოფილებელია. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ ჩაგაჯინოთ საკანში და 2 კვირა არაფერი გაჭამონ, იქნებით დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში?  - თქვა ყიფშიძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი ციხეში შიმშილობს, რის გამოც მისი მდგომარეობა გაუარესდა.

მსგავსი სიახლეები