აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

18.10.21 10:43
აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი, საქართველოშია. პენტაგონის ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი დახვდა. 

ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტის შესახებ  განცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროც ავრცელებს. 

განცხადების თანახმად, საქართველოსა და უკრაინაში ვიზიტისას ოსტინი ხაზს გაუსვამს რომ ქვეყნებისთვის NATO-ს კარგი ღიაა.  ოსტინი მოუწოდებს საქართველოსა და უკრაინას, რომ განახორციელონ ცვლილებები მათთვის საჭირო ალიანსში გასაწევრიანებლად.

თავდაცვის უწყების ცნობით, ოსტინი აპირებს აღიაროს ორი ქვეყნის მხარდაჭერა ავღანეთში მათ მიერ გაღებული მსხვერპლის გამო.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ავღანეთის მისიაში ერთ სულ მოსახლეზე შეტანილი წვლილით ქვეყნების სათავეშია და ამ მისიაში დიდი დანაკარგი განიცადა". – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს  შეხვდება.

 

მსგავსი სიახლეები