მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს - ომბუდსმენი

18.10.21 11:53
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მიმართ  პოლიტიკური ინტერესი არსებობს - ომბუდსმენი

ხელისუფლების განცხადებები ცხადყოფს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ნინო ლომჯარიას თქმით, პოლიტიკური ინტერესი მესამე პრეზიდენტის შიმშილობის მიმართაც არსებობს, რაც საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი გარემოება იქნება მიხეილ სააკაშვილის საქმეების შეფასებაში.

ომბუდსმენი  ხელისუფლების წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. 

ის განცხადებები, რაც კეთდება განსაკუთრებით მისი დაკავების შემდგომ, მანამდეც გვესმოდა პოლიტიკური განცხადებები მის ბრალთან დაკავშირებით, საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარება იცვლება, როდესაც პირი უკვე პატიმრობაშია, ანუ ყველასთვის ხომ მოულოდნელი იყო სააკაშვილის დაბრუნება, ის დღეს ციხეშია და რა თქმა უნდა, იმ განცხადებების მიმართ, რაც მისი პატიმრობის შემდგომ გაკეთდება პოლიტიკური პირების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი იქნება და ორმაგად მეტი პასუხისმგებლობა აქვს დღეს ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური განცხადებები მისი საქმის გარეშემო და მისი პატიმრობის გარშემო არ აკეთოს, თუმცა მე გეთანხმებით, რომ ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი, მისი შიმშილობის უფრო მკაცრი ფორმებზე გადასვლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი  და ეს, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში მისი საქმეების შესაფასებლად, - განაცხადა ომბუდმსენმა. 

მსგავსი სიახლეები