ენგურჰესის ხელმძღვანელები ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომ არჩევნებზე ენგურის ხიდი ჩაიკეტოს - წითლიძე
"ნაციონალური მოძრაობა" ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ლევან მებონიასა და კაშხლის დეპარტამენტის უფროოს ჯონი ჭანიას დევნილებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.
ანი წითლიძის ინფორმაციით, ისინი აფხაზეთიდან დევნილ პირებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ამასთან, ოკუპანტებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს, რომ მათ არჩევნების მეორე ტურის დღეს ენგურის ხიდი ჩაკეტონ.
ოპოზიცია შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგენს. მებონია წალენჯიხაში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის წევრია, ამავე პარტიიდან იყრიდა კენჭს ჯონი ჭანიას მეუღლეც.
რაც ყველაზე მთავარია და საგანგაშოა, ეს ადამიანები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს ე.წ საზღვარი და დევნილებმა ვერ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში", - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე ანი წითლიძემ.
ზეწოლის მიზეზად ენმ-ში დევნილების ოპოზიციურ განწყობას ასახელებენ. ადრესატები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.