ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან - პოლიციამ აქტივისტები დააკავა

18.10.21 13:11
ხმაური  მთავრობის ადმინისტრაციასთან - პოლიციამ აქტივისტები დააკავა

მთავრობის ადმინისტრაციასთან ხმაური და დაპირისპირება იყო.  სამოქალაქო აქტივისტების აქციას მართავდნენ, რა დროსაც სტენსილების განლაგება დაიწყეს. პოლიციამ აქტივისტებს წარწერების გაკეთების საშუალება არ მისცა და 2 პირი დააკავა - ნიკა ნარსია და ოთო გურგენიძე.

აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვენ. ​მათი თქმით, პროტესტი სააკაშვილის გათავისუფლებამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 1 ოქტომბერს დააკავეს. მესამე პრეზიდენტი ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.