პრეზიდენტის შიმშილობის მე-18-ე დღე - ხელისუფლება ციხეში ექიმების შეშვებას აჭიანურებს

18.10.21 13:11
პრეზიდენტის შიმშილობის მე-18-ე დღე - ხელისუფლება ციხეში ექიმების შეშვებას აჭიანურებს

მიხეილ სააკშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, ხელისუფლება ციხეში ექიმების შეშვებას აჭიანურებს. იმის გამო, რომ პრეზიდენტს გადაადგილება უკვე ძალიან უჭირს, ადვოკატები სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს ოფიციალურად მოსთხოვენ, მოშიმშილე პატიმრის მონახულების უფლება შეხვედრების ოთახის ნაცვლად, საკანში მისცენ. 

რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებასთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები, ბექა ბასილაია და დიმიტრი საძაგლიშვილი, ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

როგორც კი ექიმებისგან მივიღებთ შესაბამის რეკომენდაციას, ბუნებრივია, ვიმოქმედებთ ამ რეკომენდაციის შესაბამისად და მე ვფიქრობ, რომ თუ ამის საჭიროება იქნება, პენიტენციურმა სამსახურმა საერთოდ საშუალება უნდა მოგვცეს, რომ საკანში მოვინახულოთ მიხეილ სააკაშვილი, რომ დამატებითი სტრესი და დატვირთვა არ იყოს მისი ჯანმრთელობისთვის, - ამბობს ბექა ბასილაია. 

ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის შევა ექიმების ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კონკრეტული თარიღი დღევანდელი შეკრების შემდეგ გადაწყდება.