ვალუტა არ მერყეობს, ლარის კურსი არის საკმაოდ მყარი - თურნავა
ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ირწმუნება, რომ ლარის კურსი არ მერყეობს და საკმაოდ მყარია. რაც შეეხება საწვავის ფასს, მთავრობის წევრი აღნიშნავს, რომ აქ ძირითადი ფაქტორი საგარეო ბაზრებზე ნავთობის ფასის მატებაა:
პარალელურად კარგი განვითარება არის ის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ მერყეობს და მისი კურსი არის საკმაოდ მყარი და ეს, გარკვეულწილად, აპირწონებს, ანეიტრალებს ამ ტენდენციას.
ზოგადად, ინფლაცია, რა თქმა უნდა, არის პრობლემა. მაღალი ინფლაცია კოვიდვითარებაში ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა შეეჯახა, თუმცა პირველად გვქონდა ჩვენ წინა თვეში სტატისტიკური კლების ნიშანი (ინფლაციის დონის) და მომავალ წელს ეს პრობლემა დასტაბილურდება, ინფლაცია დაუბრუნდება თავის ნიშნულს"- ამბობს თურნავა.