სამუდამოდ დავამთავროთ, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც ენმ განასახიერებს - კალაძის გზავნილი
"მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში"- ასეთია მერობის კანდიდატის, კახა კალაძის წინასაარჩევნო გზავნილი.
მისი თქმით, "თბილისს და საქართველოს არ სჭირდება რევანში და არეულობა, არამედ სჭირდება პროგრესი და მშვიდობა":
2 ოქტომბრის გამარჯვება მისაყვანია ბოლომდე, თითოეული ამომრჩევლის ხმა კი ამ საქმეში გადამწყვეტია. ჩემი თხოვნა და მოწოდებაა თითოეული მოქალაქის მიმართ 20-ვე მუნიციპალიტეტში სადაც ტარდება მეორე ტური, მოდით არჩევნებზე და ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ ბოლშევიზმი, ბოროტება, სიძულვილი და სიცრუე, რასაც განასახიერებს "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქვეყანაში.
შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, შენ, ვინც ფიქრობ მომავალზე და ზუსტად იცი როგორ ქალაქში გინდა იცხოვრო, აუცილებლად უნდა მოხვიდე 30 ოქტომბერს არჩევნებზე", - ამბობს კალაძე მიმართვაში.