მიხეილ სააკაშვილს წნევის ცვალებადობა და საერთო სისუსტე აქვს - ადვოკატები
მესამე პრეზიდენტს წნევის ცვალებადობა და ორგანიზმის საერთო სისუსტე აღენიშნება. აღნიშნული ინფორმაცია საპატიმროდან მისმა ადვოკატებმა გამოიტანეს. უფლებადამცველების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი სტუმრებს მაინც შეხვედრების ოთახში იღებს.
ბუნებრივია, საერთო სისუსტე შენარჩუნებულია. გარდავაულია, რომ დღითიდღე ეს საერთო სისუსტე მოიმატებს და უარყოფითი მხარეები შიმშლობის მის ჯანმრთელობაზე აისახება. გარდა ამისა, მას ქჰოდნა წნევის ცვალებოდა ბოლო დღეების განმავლობაში, თუმცა საერთო ჯამში მისი ფსიქოლოგიური და მორალური სიძლიერიდან გამომდინარე ის თავს გრძნობს მხნედ. მიხეილ სააკაშვილი მოწადინებულია, რომ თავად ჩამოვიდეს შეხვედრების ოთახში სანამ მას ეს ფიზიკურად შეუძლია. როგორც გითხარით, დღესი მდგომარეობით მას ამის საშუალება აქვს და მისი მორალურის სილიერიდან გამომდინარე გადაადგილდება. პრობლემები გადაადგილებასტან არ ნიშნავას, რომ მას გადაადგილება არ შეუძლია, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
მიხეილ სააკაშვილისა ადვოკატები ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტის საქმეზე სასამართლო პროცესები ისევ არ ინიშნება. სისუსტის მიუხედავად, თავად მესამე პრეზიდენტი სასამართლოში მისვლასა და მხარეთა კითხვებზე პასუხების გასაცემად მზადყოფნას აცხადებს.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს დეპუტატი და მისი თანაგუნდელი კობა ნაყოფია ხვდება. მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის რიგშია თამარ კორძაიაც, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.