უნდა გააძლიეროთ დემოკრატია, გაატაროთ ფუნდამენტური რეფორმები - ლოიდ ოსტინი ხელისუფლებას

18.10.21 15:14
უნდა გააძლიეროთ დემოკრატია, გაატაროთ ფუნდამენტური რეფორმები - ლოიდ ოსტინი ხელისუფლებას

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტიტები გასაძლიერებელია. 

საქართველოს მთავრობამ თავისი წილი ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რათა გამოიყენოს აშშ-ს მხარდაჭერა. გააძლიეროს საქართველოს დემოკრატია, გაატაროს ფუნდამენტური რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დასავლეთთან მეტად მჭიდროდ დაახლოებისთვის," – განაცხადა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ლოიდ ოსტინმა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრაზე ლოიდ ოსტინმა რეგიონში არსებული საფრთხეები და გამოწვევები განიხილა, ისაუბრა რუსულ ოკუპაციაზე, თავდაცვის უნარიანობაზე. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ და აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ახალ მემორანდუმს, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება.

ლოიდ ოსტინის თქმით, მემორანდუმი "ხაზს უსვამს ამერიკის პოლიტიკას, დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე". თავდაცვის მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ აშშ-სთან თანამშრომლობის ფარგლებში თავისი წილი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

16 საათზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი საქართველოს პრემიერს შეხვდება, შეხვედრა მედიისთვის დახურულია და მისი დასრულების შემდეგ ოფიციალური კომენტარი არ გაკეთდება.