როგორც ექიმი, მოვუწოდებ, შეწყვიტოს შიმშილობა - დავით სერგეენკო სააკაშვილზე
"ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით სერგეენკო, მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტია, თუ რიგითი პატიმარი, ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია.
ნამდვილად ვერ განასხვავებ ადამიანურად და პროფესიონალურად ყოფილი პრეზიდენტია, თუ რომელიმე სხვა პატიმარი. ყველას ჯანმრთელობა თანაბრად მნიშვნელოვანია და ნამდვილად მჯერა, რომ ის ექიმები, ვინც ჩართულები არიან მისი მდგომარეობის მონიტორინგში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გართულებები არ იყოს. პირადად მას, როგორც ექიმი, მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და საფრთხეს ნუ უქმნის თავის ჯანმრთელობას, - თქვა სერგეენკომ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მე-18 დღეა, შიმშილობს. ადვოკატების ინფორმაციით, მას წნევის ცვალებადობა და საერთო სისუსტე აღენიშნება.