რუსეთი უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ხელშეკრულებას - აშშ-ს თავდაცვის მდივანი
აშშ-ს თავდაცვის მდივანი 3+3 პლატფორმის საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ რუსეთი ჯერ 2008 წლის ხელშეკრულებას უნდა სცემდეს პატივს.
კითხვაზე, დააზიანებს თუ არა ამ ფორმატში რაიმე ფორმით მონაწილეობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ლოიდ ოსტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს", - ამბობს ოსტინი.
3+3 ფორმატი კავკასიის სამი ქვეყნის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთისა და რეგიონის სამი დიდი სახელმწიფოს: ირანის, რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას გულისხმობს და უსაფრთხოების, ეკონომიკის და სატრანსპორტო საკითხები უნდა მოიცვას.