პირველი ნოემბრიდან რუსეთში NATO-ს ოფისი დაიხურება

18.10.21 16:36
პირველი ნოემბრიდან რუსეთში NATO-ს ოფისი დაიხურება

მოსკოვი NATO-ში რუსეთის წარმომადგენლობას ხურავს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფისი მუშაობას პირველი ნოემბრიდან შეაჩერებს და ამის შესახებ NATO-ს ხელმძღვანელობა ინფორმირებულია. 
,,რია ნოვოსტის" ცნობით, პირველი ნოემბრიდან ასევე შეჩერდება NATO-ს სამხედრო კავშირის წარმომადგენლობის მუშაობა მოსკოვში და ოფისის თანამშრომლებს ბრიუსელში გაიწვევენ.

რუსეთი აღარ მოაჩვენებს თავს, თითქოს უახლოეს მომავალში შესაძლებელია ნატო-სთან ურთიერთობის შეცვლა რამე ფორმით. ნატო-ს წარმომადგენლობა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებულია  -განაცხადა პრესკონფერენციაზე სერგეი ლავროვმა.

ლავროვის განცხადებით,  მომავალში ოფიციალურ მოსკოვთან საკონტაქტოდ НАТО-მ უნდა მიმართოს რუსეთის ელჩს ბელგიაში.

ცოტა ხნის ადრე NАТО-მ ბრიუსელიდან რუსი დიპლომატების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალურმა მოსკოვმა მაშინ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აღნიშნული ქმედება უპასუხოდ არ დარჩებოდა.