სასულიერო პირები "ოცნების" საარჩევნო კამპანიაში - DRI-ს ანგარიში

18.10.21 17:18
სასულიერო პირები "ოცნების" საარჩევნო კამპანიაში - DRI-ს ანგარიში

DRI-ის ანგარიშის მიხედვით, სასულიერო პირები "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიაში არიან ჩართული. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა (DRI)  დაადგინა, რომ მღვდელმთავრები ადგილობრივი არჩევნების წინ მმართველი პარტიის ყველა საარჩევნო ღონისძიებას ესწრებოდნენ. აღნიშნულზე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშში ვკითხულობთ.

"2021 წლის 11 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები სახელისუფლებო პარტიის მიერ საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის კანდიდატთა წარდგენის ყველა ღონისძიებას დაესწრნენ",  -  აღნიშნულია  DRI-ს ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ მაღალი იერარქიის ღვთისმსახურები ცდილობენ ოპოზიციის დისკრედიტაციას და ღიად და დაუფარავად უცხადებენ მხარდაჭერას სახელისუფლებო ძალას და კანდიდატს.

"მმართველი პარტიის მსგავსად, რელიგიური თემებით მანიპულირებას ცდილობენ პოლიტიკური სუბიექტების ლიდერები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან", "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან", "ლელოდან" და პარტიიდან "გახარია საქართველოსთვის". თუმცა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, სასულიერო პირები ღიად არ ესწრებიან მათ საარჩევნო ღონისძიებებს",  აღნიშნულია  DRI-ს ანგარიშში.

მაღალი რანგის სასულიერო პირების ცართულობა წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, როდესაც ისინი ღიად აფიქსირებენ პოზიციას, ეწინააღმდეგება როგორც მოქმედ კანონმდებლობას ასევე თვითონ სინოდის დადგენილებასაც",  - ამბობს  DRI-ს დირექტორის მოადგილე, თამარ ხიდაშელი.

პოლიტიკური ქადაგების ავტორების ხუთეული  ასეთია - ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი, დეკანოზი ელიოზი, მამა ანდრია ჯაღმაიძე , ბაღდადელი მიტროპოლიტი ანტონი და მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.