დანიის საგარეო: EPC-ის ფორმატი არ ცვლის EU-ის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით
დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, 2 ოქტომბერს, კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების განცხადებით, EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროპული პოლიტიკური გაერთიანება (EPC) არ წარმოადგენს ევროკავშირის ფორმატის შეხვედრას. EPC-ის ფორმატი არ ცვლის ევროკავშირის არსებულ პოზიციებსა და პოლიტიკას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროკავშირმა და დანიამ არაერთხელ გამოთქვეს შეშფოთება საქართველოში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების და ზოგადი დემოკრატიული უკუსვლის გამო.
დანია ინარჩუნებს EPC-ის მონაწილეობის იმ ფორმატს, რომელიც დადგენილია EPC-ის წინა ექვსი მასპინძელი ქვეყნის მიერ, მათ შორის, ბოლო შეხვედრის, რომელიც ალბანეთში 2025 წლის მაისში შედგა. შესაბამისად, საქართველოს მოწვევა კოპენჰაგენში დაგეგმილ EPC-ის შეხვედრაზე მხოლოდ აღნიშნული ფორმატის გათვალისწინებით მოხდა," - ნათქვამია განცხადებაში.