ვინ გამოიტანა გდდ-დან გასაიდუმლოებული მონაცემები?

02.10.25 13:39
ვინ გამოიტანა გდდ-დან გასაიდუმლოებული მონაცემები?

ვინ გამოიტანა გდდ-დან გასაიდუმლოებული მონაცემები? - "ნაციოალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ არ არის გამორიცხული სიებს რიგითების ხელიდან გამოჟონა სისტემიდან.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ სისტემის შეგნით რიგითი თანამშრომლები შველას ითხოვენ - "მათაც აღარ უნდათ იყვნენ დამცირებულები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ასრულებინებენ უკანონო დავალებებს".

ფაქტია, რომ, ხელისუფლებას ჰყავს ძალოვანი უწყების გაზულუქებული მაღალჩინოსნები, მეორეს მხრივ ასევე რიგითი პოლიციელები, რომლებსაც ისე გაუძვირდა ცხოვრება, როგორც რიგით მოქალაქეებს, ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მათი მხრიდან ვრცელდება მსგავსი ტიპის ინფორმაცია და როგორც ჩანს, მთელი ძალოვანი უწყების ბაზებია გამოტანილი. ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ ეს ადამიანები, რიგითი თანამშრომლები ითხოვენ მათ შორის შველას. მათაც აღარ უნდათ იყვნენ დამცირებულები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ასრულებინებენ უკანონო დავალებებს. მათაც არ უნდათ ჰყავდეთ ისეთი ხელმძღვანელები, რომლებიც შეურაცხყოფენ ანწუხელიძეს და ომების გმირებს. ამიტომ, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ სისტემა არის თავიდან ბოლომდე ჩამოშლილი, ძალოვანი უწყებები არის თავიდან ბოლომდე ჩამოშლილი და რავიცი, ივანიშვილს თუ აქვს იმ 5000 სპეცრაზმელის იმედი, უნდა იცოდეს, რომ იქიდან 200-300 კაცი იქნება, ვიცნ ბოლომდე საფლავში ჩაჰყვება", - ამბობს ირაკლი ნადირაძე. 

მურთაზ ზოდელავა კი სისტემიდან გამოჟონილ მონაცემებს სისტემის შიგნით არსებულ ხმას უწოდებს, რომელიც მისი თქმით უკვე ძალიან მკაფიოდ ისმის.

მისი თქმით, შეუძლეებლია, ასეთი დოკუმენტები ვინმემ მოიპოვოს, თუ შიგნიდან, სისტემიდან არ გამოიტანა ვინმემ. 

ეს არის ხმა სისტემიდან, ხმა გდდ-დან, ხმა შსს-დან, ხმა იმ რიგითი და ჩვეულებრივი რგოლის მოხელეებიდან, რომლებსაც არ უნდათ მიიღონ მონაწილეობა ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის დაჩაგვრის და გასრესვის საქმეში. ყველანი მოდით 4 ოქტომბერს, იყავით ბევრნი, რომ ვერავინ ვერ გაბედოს ჩვენთვის ამ დავალების მოცემა და არავინ არ ჩათვალოს, რომ ჩვენ ოდესმე დავუპირისპირდებით ქართველ ხალხს. შეუძლეებლია, ასეთი დოკუმენტები ვინმემ მოიპოვოს, თუ შიგნიდან, სისტემიდან, ამას ქართველ ხალხს არ აჩვენებენ", - აცხადებს მურთაზ ზოდელავა. 

ცნობისთვის, დღეს სისტემიდან იმ სპეცრაზმელების გვარებმა და ფოტოებმა გამოჟონა, ვინც აქტივისტების ცნობით, სისხლიანი მოვლენების უკან იდგა. მათივე თქმით, საუბარია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმელებზე. 

დღეს დილიდან ფაილები, რომელიც წესით მხოლოდ სუს-ში იყოს დაცული, სოციალურ ქსელშია გავრცელებული. მოქალაქეებმა არაერთი პირი ამოიცნეს.

დღეს სიის მხოლოდ ერთი ნაწილი გავრცელდა, თუმცა ლევან ბესელია, ვისი სახელითაც მონაცემები აიტვირთა, აანონსებს, რომ ლუსტრაციის პროცესი დაიწყო და მალე ყველა გვარი საჯარო გახდება.

 

მსგავსი სიახლეები